суббота, 13 июня 2009 г.

Davit Agmashenebeli


  ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ გიორგი II თავი დაანება მეფობას და

 ,,მარტო შობილ” შვილს დავითს ,,თვით მამამან დაადგა გვირგვინი მეფობისა.”

დავითი აღმაშენებელი ,,მას ჟამსა იყო ჰასაკით 16 წლის, ხოლო ქორონიკონი 309.”

მაშასადამე დავითი გამეფებულა 1089 წელს და ტახტზე ასვლის დროს 16 წლის

ჭაბუკი ყოფილა, აქედან გამომდინარე იგი უნდა 1073 წელს დაბადებულიყო.

  დავითმა მემკვიდრეობით მძიმე ტვირთი მიიღო. სამეფო საქმეები აწეწილ-

დაწეწილი იყო, ქვეყანა თურქების თარეშისაგან მოქანცული-,,მოოჰრებული


იყო მემატიანეს სიტყვით, ,,თვინიერ ციხეთასა სადმე არა იყო

კაცი სოფელსა შინა, არც რა შენებულობა.” ამასთან ,,ქალაქი ტფილისი, რუსთავი,

სომხეთი ყოველი, სამშვილდე, აგარანი თურქთა ჰქონდეს. რაკი ქვეყანა აოხრებული

იყო, ქართლის ჭალაკები და ნაჭარმაგევი ნადირთ ბუნაგად იქცა. Aამას გარდა,

თბილისის საამიროს და თრიალეთის გარდა, მთელი სამხრეთ აღმოსავლეთ

საქართველო მათ ეპყრათ და თავისუფლად დანავარდობდნენ. Mმოახლოვდებოდა

თუ არა შემოდგომა, თურქები აუარებელი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლით

 მოადგებოდნენ რუსთავს გაჩიანს, მთელი ივრისპირეთს ბარდავამდე და აქ

აზამთრებდნენ საქონელს, ხოლო გაზაფხულის დამლევს საზაფხულოდ სომხეთის

მთებში მიდიოდნენ და იქაურ გრილ ადგილებში ცხოვრობდნენ.